სიახლე

სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს გაიმართება

News.ge

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს გაიმართება. მისი თქმით, არჩევნების თარიღის ოფიციალურად გამოცხადებას ხვალ გეგმავს. 7 სექტემბერს სერბეთის მთავრობამ ვუჩიჩს პარლამენტის დათხოვნისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თხოვნით მიმართა. მანამდე, 5 სექტემბერს სერბეთის მმართველი „პროგრესული პარტიის“ (SNS) საბჭომ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი პარტიის საარჩევნო სიის პირველ ნომრად და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად […]

პირველწყარო →

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს გაიმართება.

მისი თქმით, არჩევნების თარიღის ოფიციალურად გამოცხადებას ხვალ გეგმავს.

7 სექტემბერს სერბეთის მთავრობამ ვუჩიჩს პარლამენტის დათხოვნისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თხოვნით მიმართა. მანამდე, 5 სექტემბერს სერბეთის მმართველი „პროგრესული პარტიის“ (SNS) საბჭომ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი პარტიის საარჩევნო სიის პირველ ნომრად და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა.

ცნობისთვის, ერთ წელზე მეტია, რაც სერბეთში ანტიკორუფციული საპროტესტო აქციები იმართება. 2024 წლის ნოემბერში ქალაქ ნოვი-სადის რკინიგზის სადგურზე ახლად გარემონტებული ბეტონის კონსტრუქცია ჩამოინგრა, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა. მოქალაქეები ტრაგედიის გამომწვევ მიზეზად ქვეყანაში არსებულ კორუფციასა და ნეპოტიზმს ასახელებდნენ და ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდნენ.


მსგავსი