,,რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებს სერიოზულად არ უყურებს” – კაია კალასი
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ამერიკელი დიპლომატების მოსკოვსა და კიევში ვიზიტების მიუხედავად, რუსეთის მხრიდან პოზიციის ცვლილების არანაირი ნიშანი არ იკვეთება. დიპლომატის თქმით, მშვიდობისკენ მიმართული რეალური დიალოგი მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც მოსკოვი სამხედრო აგრესიასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს შეწყვეტს. „ისინი თავდასხმებს თუ შეწყვეტდნენ, ეს დამარწმუნებდა. ეს არის პირველი ნაბიჯი, რის შემდეგაც რეალურად შეიძლება დასხდომა და მოლაპარაკებების დაწყება. მაგრამ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების შეწყვეტა არ გვინახავს. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ისინი ამ მოლაპარაკებებს სერიოზულად არ უყურებენ“, – აღნიშნა კალასმა. ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე დასძინა, რომ უკრაინის მიერ რუსეთის… The post ,,რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებს სერიოზულად არ უყურებს” – კაია კალასი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →