სიახლე

ბათუმში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

Batumelebi

ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ბათუმში მოქალაქისთვის თანხის მოპარვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველების დროული რეაგირების შედეგად დანაშაული ვერ განახორციელეს – წერს შს სამინისტრო. პოლიციამ ორივე პირი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post ბათუმში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს appeared first on Batumelebi.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი