სიახლე

,,პუტინმა კიევზე თავდასხმა ტრამპის წარმომადგენლების წასვლისთანავე განახორციელა” – სიბიგა

მედიაცენტრი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა დედაქალაქზე მორიგი იერიში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების ვიზიტის დასრულებისთანავე მიიტანა. უკრაინელმა დიპლომატმა მოკავშირეებს მოსკოვზე ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდა. სიბიგამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საცხოვრებელ შენობებზე განხორციელებული დარტყმები რუსეთის მშვიდობისადმი რეალურ დამოკიდებულებას აჩვენებს. „მისი ბალისტიკური რაკეტები სათქმელს უფრო ხმამაღლა ამბობს, ვიდრე მისი სიტყვები დიპლომატიის შესახებ. საცხოვრებელ შენობებზე იერიშები მას ამ ომში გამარჯვებასთან არ აახლოებს. ეს სხვა არაფერია, თუ არა უაზრო ტერორი“, – დაწერა სიბიგამ სოციალურ ქსელში. The post ,,პუტინმა კიევზე თავდასხმა ტრამპის წარმომადგენლების წასვლისთანავე განახორციელა” – სიბიგა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი