სიახლე
მიჟირგის მთაზე ზვავის ჩამოწოლას სულ მცირე 11 ალპინისტი ემსხვერპლა
მედიაცენტრი
რუსეთში, ყაბარდო-ბალყარეთის რეგიონში მდებარე მიჟირგის მთაზე ჩამოწოლილი ზვავის შედეგად სულ მცირე, 11 ალპინისტი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა. სტიქია 33-კაციან ჯგუფს თავს მაშინ დაატყდა, როდესაც ისინი მწვერვალზე იმყოფებოდნენ. მაშველების ცნობით, 10-მა ალპინისტმა მთიდან დამოუკიდებლად ჩამოსვლა მოახერხა, ხოლო ექვსი ადამიანის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში 50-ზე მეტი სპეციალისტია ჩართული, თუმცა რთული რელიეფისა და განმეორებითი ზვავის მაღალი საფრთხის გამო სამუშაოები შეფერხებით მიმდინარეობს. The post მიჟირგის მთაზე ზვავის ჩამოწოლას სულ მცირე 11 ალპინისტი ემსხვერპლა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.