რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ საზღვარზე ახალი საავტომობილო ხიდი გახსნეს
რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის საზღვარზე, მდინარე ტუმანნაიაზე გამავალი ახალი საავტომობილო ხიდი ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონია ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდა, რომელშიც რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა და ჩრდილოეთ კორეის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარემ პაკ ტე სონგმა მიიღეს მონაწილეობა. ერთკილომეტრიანი ორზოლიანი ხიდის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელი 2024 წელს, ვლადიმერ პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრისას მოეწერა, ხოლო სამშენებლო სამუშაოები 2025 წლის გაზაფხულზე დაიწყო. ხიდთან ერთად აშენდა „ხასანის“ 10-ზოლიანი საავტომობილო სასაზღვრო-გამშვები პუნქტიც. პროექტის სრულად ამოქმედების შემდეგ, პუნქტს დღე-ღამეში 300-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალებისა და 2 300-ზე მეტი მგზავრის გატარება შეეძლება. The post რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ საზღვარზე ახალი საავტომობილო ხიდი გახსნეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →