სიახლე

დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა – თურქეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

MegaTV

თურქეთის ქალაქ იზმირში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. 53 წლის გია ელიაშვილი, წარმოშობით სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორიდან იყო. ის თურქეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. ოჯახის ახლობლებმა გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” უთხრეს, რომ მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები არ აწუხებდა, თუმცა, დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად, ცხედარს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება. ოჯახი გია ელიაშვილის სამშობლოში გადმოსვენებისათვის, თურქეთში საქართველოს საკონსულოს […]

პირველწყარო →

თურქეთის ქალაქ იზმირში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა.

53 წლის გია ელიაშვილი, წარმოშობით სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორიდან იყო. ის თურქეთში ცხოვრობდა და მუშაობდა.
ოჯახის ახლობლებმა გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” უთხრეს, რომ მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები არ აწუხებდა, თუმცა, დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა.
გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად, ცხედარს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება.

ოჯახი გია ელიაშვილის სამშობლოში გადმოსვენებისათვის, თურქეთში საქართველოს საკონსულოს მიმართავს.


მსგავსი