სიახლე

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

GuriaNews

7 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთის ყველა რეგიონში, ხოლო აღმოსავლეთში – შიდა ქართლში, ასევე, მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის, _ ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ამავე ცნობით, ასევე, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. „მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე […] The post გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

7 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთის ყველა რეგიონში, ხოლო აღმოსავლეთში – შიდა ქართლში, ასევე, მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის, _ ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ამავე ცნობით, ასევე, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

The post გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი