,,დასავლეთის მიერ უკრაინის შეიარაღების გაგრძელება ომს გლობალურ დაპირისპირებაში გადაიყვანს” – ფიცო
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს განცხადებით, დასავლეთის მიერ უკრაინის შეიარაღების გაგრძელება ომს გლობალურ დაპირისპირებაში გადაიყვანს. მისი თქმით, დასავლეთმა წარუმატებელი სტრატეგია აირჩია, როდესაც ჩათვალა, რომ კიევის სამხედრო, პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა რუსეთს დაასუსტებდა. „გულუბრყვილოდ სჯეროდათ, რომ უკრაინის სრული ფინანსური, სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფით შეეძლოთ რუსეთის დაჩოქება. ეს სტრატეგია ჩავარდა, თუმცა, დასავლეთი შეცდომის აღიარებაზე უარს ამბობს. სიტუაცია სახიფათოა, რადგან უკრაინის შემდგომი მილიტარიზაცია დაძაბულობას და გლობალური კონფლიქტის რისკს გაზრდის“, – განაცხადა ფიცომ. The post ,,დასავლეთის მიერ უკრაინის შეიარაღების გაგრძელება ომს გლობალურ დაპირისპირებაში გადაიყვანს” – ფიცო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →