სიახლე

ცნობილია გორში, ავარიის შემდეგ გარდაცვლილი გოგოს ვინაობა

მედიაცენტრი

გორის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, 14 წლის მარიამ წიკლაური ემსხვერპლა. ,,ვიღაცის მუცლის ხეთქვის გამო ანგელოზები კვდებიან. როგორ მეცოდები, მარიამ და ვაიმე, შენს დედას, როგორ ვუთხრა სამძიმარი შვილო”, – წერს ირმა მთიულიშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. The post ცნობილია გორში, ავარიის შემდეგ გარდაცვლილი გოგოს ვინაობა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი