სიახლე

მსოფლიოში 65 წელზე უფროსი ადამიანების რაოდენობამ 5 წლამდე ბავშვების რაოდენობას პირველად გადააჭარბა

მედიაცენტრი

Axios-ის ცნობით, ისტორიაში პირველად, დედამიწაზე 65 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანების რაოდენობამ ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობას გადააჭარბა. მიზეზი შობადობის დაბალი დონე და მთელ მსოფლიოში სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდაა. შობადობის შემცირებამ და სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდამ შრომისუნარიან და ხანდაზმულ მოსახლეობას შორის დემოგრაფიული ბალანსი შეცვალა. პროგნოზების თანახმად, 2060 წლისთვის 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების რაოდენობა 852 მილიონიდან (2025 წელი) 2 მილიარდამდე გაიზრდება. პლანეტის მოსახლეობის საერთო რაოდენობა ამ დროისთვის 10 მილიარდს გადააჭარბებს. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ 2013 წელს მსოფლიო მოსახლეობის 45% ცხოვრობდა ქვეყნებში, სადაც შობადობის კოეფიციენტი ერთ ქალზე 2,1 ბავშვი ან ნაკლები იყო. 2023 წელს… The post მსოფლიოში 65 წელზე უფროსი ადამიანების რაოდენობამ 5 წლამდე ბავშვების რაოდენობას პირველად გადააჭარბა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი