საქართველოში პოპულარული ე.წ. პროფესორი ჰენრის პირამიდის საქმიანობას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სწავლობს.
უწყებამ გამოძიება ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე დაიწყო. სავარაუდო თაღლითური პლატფორმიდან თანხების გატანას მოქალაქეები ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსის, ლაშა გზირიშვილის განცხადებით, თუ ბიზნეს საქმიანობას აწარმოებს კომპანია, მას ახალი წევრების მოზიდვა შესაძლოა საერთოდ არ სჭირდებოდეს, ხოლო ფინანსური პირამიდა ახალი წევრებისა და მათგან თანხების მოზიდვაზე დგას.
The post ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ე.წ. პროფესორი ჰენრის პირამიდის საქმიანობას სწავლობს appeared first on გურია ნიუსი.