,,აშშ-მა უკრაინის კონფლიქტის მოგვარებისას ადგილზე არსებული რეალობა უნდა გაითვალისწინოს” – რიაბკოვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, აშშ-მა უკრაინის კონფლიქტის მოგვარებისას ადგილზე არსებული რეალობა უნდა გაითვალისწინოს. სერგეი რიაბკოვმა განცხადება მოსკოვსა და კიევში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის დაგეგმილ ვიზიტებთან დაკავშირებით გააკეთა. „ვითარება კიევის სასარგებლოდ არ იცვლება. მთავარ კითხვას წარმოადგენს ის, თუ რამდენად არის აშშ-ის ადმინისტრაცია მზად, რომ ძალისხმევა კრიზისის რეალური მოგვარების გზების პოვნისკენ მიმართოს, მათ შორის, ადგილზე არსებული რეალობის გათვალისწინებით. არა მხოლოდ ძირეული მიზეზების გათვალისწინებით, რომლებზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ, არამედ იმ ვითარების, რომელიც მუდმივად იცვლება“, – აღნიშნა რიაბკოვმა. The post ,,აშშ-მა უკრაინის კონფლიქტის მოგვარებისას ადგილზე არსებული რეალობა უნდა გაითვალისწინოს” – რიაბკოვი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →