სიახლე

,,უკრაინა რუსეთის საჰაერო დაბომბვას დროებით წყვეტს” – ზელენსკი

მედიაცენტრი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტის გამო კიევი რუსეთის საჰაერო დაბომბვას დროებით წყვეტს. როგორც ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს აღნიშნა, უკრაინულმა მხარემ აღნიშნული გადაწყვეტილება სამშვიდობო მოლაპარაკებების ნორმალურ ვითარებაში წარმართვის გამო მიიღო. უკრაინული მხარე ანალოგიური ნაბიჯის გადადგმას რუსეთისგანაც ელის, დასძინა ზელენსკიმ. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უიტკოფი და კუშნერი 5-6 სექტემბერს ჯერ მოსკოვს ეწვევიან, ხოლო შემდეგ კიევში ჩავლენ. The post ,,უკრაინა რუსეთის საჰაერო დაბომბვას დროებით წყვეტს” – ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი