სიახლე

ვიტალი კლიჩკო – კიევში უსაფრთხოების სამსახურის შენობაზე დრონით თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა

News.ge

კიევის შევჩენკოვსკის რაიონში დრონით თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა. დრონი უსაფრთხოების სამსახურის შენობას მოხვდა, – ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ, განაცხადა. „საგანგებო სიტუაციების სამსახურები ადგილზე მუშაობას აგრძელებენ. დრონის ჩამოვარდნის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა“, – აღნიშნა უკრაინის დედაქალაქის მერმა. მისი თქმით, შევჩენკოვსკის რაიონში არასაცხოვრებელ შენობაში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ […]

პირველწყარო →

კიევის შევჩენკოვსკის რაიონში დრონით თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა. დრონი უსაფრთხოების სამსახურის შენობას მოხვდა, – ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ, განაცხადა.

„საგანგებო სიტუაციების სამსახურები ადგილზე მუშაობას აგრძელებენ. დრონის ჩამოვარდნის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა“, – აღნიშნა უკრაინის დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, შევჩენკოვსკის რაიონში არასაცხოვრებელ შენობაში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.


მსგავსი