სიახლე
გურჯაანში, დაჭრის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინეს
მედიაცენტრი
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, მიმდინარე წლის 31 აგვისტოს, ქალაქ გურჯაანში, ურთიერთშელაპარაკებისას, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ნასამართლევმა პირმა დაზარალებულს ცივი იარაღის გამოყენებით მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ჟ” ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. The post გურჯაანში, დაჭრის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.