ახალი შეზღუდვები ევროკავშირის მომავალი წევრებისთვის
ევროკომისია სექტემბრის ბოლომდე წარმოადგენს წინადადებებს ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყნებისთვის შესაძლო შეზღუდვებისა და დამცავი მექანიზმების დაწესების შესახებ. ამის შესახებ ირლანდიის ევროკავშირის საქმეთა მინისტრმა, თომას ბირნმა წევრი და კანდიდატი ქვეყნების ევროპის საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. ბირნის განმარტებით, აღნიშნული დამცავი მექანიზმები უსაფრთხოებასა და დემოკრატიას უკავშირდება და არსებითად გაწევრიანების ხელშეკრულებების შემადგენელი ნაწილი გახდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს საკითხი რეალურად მონტენეგროს გაწევრიანების პროცესის შემადგენელი კომპონენტია. მანამდე გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა გაფართოების პროცესის ოთხი მთავარი მიმართულება წარადგინა: შიდა რეფორმები, დემოკრატიული გარანტიების გაძლიერება, ეტაპობრივი ინტეგრაცია და გარდამავალი ზომები. The post ახალი შეზღუდვები ევროკავშირის მომავალი წევრებისთვის appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →