სიახლე
კახეთში ძაღლი პატრონს დაესხა თავს
მედიაცენტრი
თელავში 50 წლამდე ქალს საკუთარი პიტბულის ჯიშის ძაღლი დაესხა თავს და სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. თავის დაღწევის მიზნით კი ძაღლის ლიკვიდაცია გახდა საჭირო. თვითმხილველების თქმით, ცხოველი იმდენად აგრესიული იყო, რომ ადგილზე პოლიციის გამოძახება გახდა აუცილებელი. დაშავებულ ქალს მძიმე დაზიანება თვალის არეშიც აღენიშნებოდა – იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. The post კახეთში ძაღლი პატრონს დაესხა თავს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.