„რუსეთი ჩინეთისთვის ნავთობისა და გაზის მთავარი მიმწოდებელია“ – პუტინი
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მოსკოვსა და პეკინს შორის პარტნიორობა განსაკუთრებით აქტიურად ენერგეტიკის სექტორში ვითარდება. „რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობა და სტრატეგიული თანამშრომლობა აღმავალი დინამიკით ვითარდება“, – აღნიშნა პუტინმა. მისი თქმით, რუსეთი პირველ ადგილზეა ჩინეთისთვის ნავთობისა და გაზის მიწოდების კუთხით, ასევე წარმოადგენს ქვანახშირისა და თხევადი ბუნებრივი აირის წამყვან ექსპორტიორს. პუტინმა ასევე დასძინა, რომ ჩინეთში წარმატებით სრულდება რუსული პროექტით რამდენიმე ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა და მხარეები ერთობლივად ავითარებენ ენერგოტექნოლოგიებს. The post „რუსეთი ჩინეთისთვის ნავთობისა და გაზის მთავარი მიმწოდებელია“ – პუტინი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →