სიახლე

,,ირანი საკუთარი გადარჩენისთვის იბრძვის” – ბენიამინ ნეთანიაჰუ

მედიაცენტრი

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, შემთხვევითი არ არის, რომ ირანი ამჟამად ისრაელზე თავდასხმას არ ახორციელებს. მისი თქმით, 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის მიერ გატარებულმა სამხედრო ოპერაციებმა თეირანიდან მომდინარე საფრთხე მნიშვნელოვნად შეასუსტა. ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ირანის რეჟიმი ამჟამად საკუთარი გადარჩენისთვის იბრძვის და ისრაელს აქვს ძალა, შინაგანი ერთიანობა და გადაწყვეტილების სიმტკიცე, რათა ეს საფრთხე საბოლოოდ აღმოფხვრას და რეჟიმი დაამხოს. „მათ იციან ჩვენი ძალა, ჩვენი დარტყმების ძალა და ჩვენი გადაწყვეტილების სიმტკიცე. ისინი ყველას ესხმიან თავს, ჩვენ გარდა. ჩვენთან თამაში არ ღირს“, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა. The post ,,ირანი საკუთარი გადარჩენისთვის იბრძვის” – ბენიამინ ნეთანიაჰუ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი