სიახლე

ადვოკატი: საქმის მასალებით, ელიზბარაშვილის “მუქარას” 7 დაზარალებული კაცი ჰყავს

News.ge

“საქმის მასალებით, ელიზბარაშვილის “მუქარას” 7 დაზარალებული კაცი ჰყავს” | ამბობს ბიზნესმენ და ცხოველთა დამცველ თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი. ლექსო სვიმონიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პროკურატურის მიერ დღეს წარდგენილ ბრალს კატეგორიულად არ ეთანხმება და თავს სრულიად უდანაშაულოდ მიიჩნევს “ინციდენტის დროს მან საკუთარი ცოლ-შვილი მომავალ დაძაბულობას აარიდა და სახლში დატოვა, რის შემდეგაც დაბრუნდა, რომ თუ რაიმე შეკითხვები […]

პირველწყარო →
“საქმის მასალებით, ელიზბარაშვილის “მუქარას” 7 დაზარალებული კაცი ჰყავს” | ამბობს ბიზნესმენ და ცხოველთა დამცველ თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი. ლექსო სვიმონიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პროკურატურის მიერ დღეს წარდგენილ ბრალს კატეგორიულად არ ეთანხმება და თავს სრულიად უდანაშაულოდ მიიჩნევს
💬 “ინციდენტის დროს მან საკუთარი ცოლ-შვილი მომავალ დაძაბულობას აარიდა და სახლში დატოვა, რის შემდეგაც დაბრუნდა, რომ თუ რაიმე შეკითხვები ჰქონდათ მისთვის, დაესვათ, ვინაიდან სხვა დროსაც არ მომხდარიყო რაიმე სახის დაძაბულობა. იქ აღარავინ დახვდა” [ნეტგაზეთი] | თქვა ადვოკატმა
🔻 პროკურატურამ ელიზბარაშვილს ბრალი დღეს წარუდგინა. “დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობისა დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – დაწერა უწყებამ გავრცელებულ განცხადებაში

მსგავსი