სიახლე

,,უკრაინაში დეზერტირობის რეალური მაჩვენებელი ნახევარ მილიონს აღწევს” – პუტინი

მედიაცენტრი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმაგანაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოველთვიური დანაკარგი 8-დან 12 ათას ადამიანამდე შეადგენს. პუტინის თქმით, უკრაინული მხარის დანაკარგები ყოველთვიურად იზრდება და ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება იმ რესურსს, რომელსაც უკრაინა მობილიზაციით ან საავადმყოფოებიდან ჯარისკაცების დაბრუნებით იღებს. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის არმიაში არსებულ დეზერტირობის პრობლემაზეც ისაუბრა. მისი მტკიცებით, უკრაინელი სამხედროების მოტივაცია და მომზადების დონე დაბალია. „ოფიციალურად, იქ დეზერტირობისთვის 300 000-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ვფიქრობ, რეალურად, მათი რაოდენობა, სულ მცირე, ნახევარი მილიონია“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. The post ,,უკრაინაში დეზერტირობის რეალური მაჩვენებელი ნახევარ მილიონს აღწევს” – პუტინი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი