სიახლე
ირანმა ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აშშ-ის ბაზებზე იერიში მიიტანა
მედიაცენტრი
ირანის არმიის საჰაერო ძალებმა ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე თავდასხმა განახორციელეს. ირანული მედიის ინფორმაციით, იერიში რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განხორციელდა. დარტყმების სამიზნე თანამგზავრული კომუნიკაციების სისტემები, აღჭურვილობის საწყობები, ავიაგამანადგურებლების ანგარები, რადარები და სამხედრო პერსონალის პოზიციები გახდა. ირანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, იერიში ქუვეითში მდებარე აჰმედ ალ-ჯაბერის საჰაერო ბაზასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში განთავსებულ ალ-მინჰადის საჰაერო ბაზაზე განხორციელდა. The post ირანმა ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აშშ-ის ბაზებზე იერიში მიიტანა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.