სიახლე

იტალიაში საქართველოს მოქალაქეზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 40 წლის კაცი დააკავეს

მედიაცენტრი

იტალიაში, საქართველოს მოქალაქეზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის ბრალდებით, 40 წლის მაროკოს მოქალაქე დააკავეს. გავრცელებული ცნობებით, შემთხვევა ქალაქ ნეაპოლში მოხდა, სადაც ობიექტის დაცვის თანამშრომლებმა ქალის ყვირილი გაიგეს და საევაკუაციო კიბესთან დაზარალებული იპოვეს. თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა დაცვის პერსონალმა იგი ადგილზევე დააკავა და სამართალდამცველებს გადასცა. დაზარალებული საქართველოს მოქალაქე საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული შემოწმება ჩაუტარდა. ბრალდებული ამჟამად საპატიმროში იმყოფება. The post იტალიაში საქართველოს მოქალაქეზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 40 წლის კაცი დააკავეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი