საქართველო–ჩრდილოეთ ირლანდიის მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება
ერთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრას საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებებს შორის, რომელიც 25 სექტემბერს „დინამო არენაზე“ გაიმართება, უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, მაყურებელი ვერ დაესწრება. უეფა-ს სადისციპლინო რეგულაციები მსგავს შემთხვევაში სპეციალურ გამონაკლისს ითვალისწინებს, რაც სტადიონზე 14-წლამდე ასაკის ბავშვების დაშვების საშუალებას იძლევა. აღნიშნული პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, უეფა-სთან კონსულტაციების შემდეგ, გადაწყვიტა მატჩზე საქართველოს საფეხბურთო სკოლებში რეგისტრირებული 10-დან 14 წლამდე ასაკის გოგონები და ბიჭები მოიწვიოს. შეხვედრაზე დასწრებას მხოლოდ საქართველოს რეგიონული ფეხბურთის ფედერაციების იურისდიქციაში არსებული საფეხბურთო სკოლების აღზრდილები შეძლებენ. The post საქართველო–ჩრდილოეთ ირლანდიის მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →