სიახლე

ორი ავტომობილის კარი გააღო და თანხა მოიპარა – დაკავებულია ერთი ადამიანი

მედიაცენტრი

პოლიციამ ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ადამიანი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. უწყების ცნობით,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა შეკვეთილში, სხვადასხვა დროს, სპეციალური ტექნიკური მოწყობილობის გამოყენებით ორი ავტომობილის კარი გააღო და თანხა მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი ბრალდებულის სახით დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია ტექნიკური მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post ორი ავტომობილის კარი გააღო და თანხა მოიპარა – დაკავებულია ერთი ადამიანი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი