სიახლე

საქართველოში ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სისტემის დანერგვა იგეგმება

მედიაცენტრი

საქართველოში, შესაძლოა, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სისტემა ამოქმედდეს. აღნიშნული ინიციატივა მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ საკანონმდებლო გეგმაშია შეყვანილი. აღმასრულებელი ხელისუფლება ცვლილებების აუცილებლობას გაზრდილი ავტოსაგზაო შემთხვევებითა და ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებებით განმარტავს. მთავრობის განმარტებით, დინამიკურად მზარდი ავტოპარკის ფონზე საგზაო ინციდენტების რაოდენობა მკვეთრად იზრდება, რაც ყოველწლიურად ასობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს და ათასობით მოქალაქის მძიმე დაშავებას იწვევს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პრობლემის მოგვარება სისტემურ მიდგომას მოითხოვს, რაც საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, სწორედ სავალდებულო დაზღვევის დანერგვით არის შესაძლებელი. „საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეულ მაღალ ხარჯებთან გამკლავების პრობლემა სისტემურ გადაწყვეტას მოითხოვს, რაც ათწლეულების კვლევისა და მრავალი ქვეყნის… The post საქართველოში ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ს…

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი