,,მსოფლიო ლიდერების მხრიდან რუსეთის ესკალაციას ძალიან სუსტი რეაგირება მოჰყვა” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა კიევის ერთ-ერთ უნივერსიტეტზე განახორციელეს. მისი თქმით, თავდასხმის მომენტში შენობაში 160-მდე სტუდენტი იმყოფებოდა, თუმცა დროული რეაგირების წყალობით მათ თავშესაფარში გადასვლა მოასწრეს. ზელენსკის თქმით, იერიშები ასევე განხორციელდა ოდესაზე, ხერსონსა და ხარკოვის რეგიონზე, რასაც ინფრასტრუქტურის დაზიანება, ელექტროენერგიის გათიშვა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაშავება მოჰყვა. უკრაინის პრეზიდენტმა საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციაც გააკრიტიკა და მოკავშირეებს გადამჭრელი ნაბიჯებისკენ მოუწოდა. „სამწუხაროდ, მსოფლიოსა და მისი ყველაზე გავლენიანი ლიდერების მხრიდან რუსეთის მიერ დარტყმების ბოლო ესკალაციას ძალიან სუსტი რეაგირება მოჰყვა. ახლა მოქმედების დროა. ბოროტება გამოჩენისთანავე უნდა შეჩერდეს. რუსეთზე ზეწოლისა და უკრაინის… The post ,,მსოფლიო ლიდერების მხრიდან რუსეთის ესკალაციას ძალიან სუსტი რეაგირება მოჰყვა” – ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →