სიახლე

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 1200-მდე გაიზარდა

მედიაცენტრი

ნეპალში მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 200-ს მიაღწია, ხოლო დაკარგულთა რაოდენობა 4 500-მდე გაიზარდა. სტიქიის ზონაში დაკარგული ადამიანების მოსაძებნად სამაშველო ოპერაციები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ბოლო მონაცემებით, დაკარგულებს შორის 36 სხვადასხვა ქვეყნის 700 მოქალაქეა. ოფიციალური უწყებების ცნობით, სტიქიურ უბედურებას მსხვერპლი მოჰყვა უცხოელ ტურისტებს შორისაც. სტიქიას ინდოეთის 183, აშშ-ს 88, უკრაინის 62 და ბრიტანეთის 33 მოქალაქე ემსხვერპლა ან დაკარგულად ითვლება. The post ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 1200-მდე გაიზარდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი