სიახლე

სომხეთში ფინანსთა ყოფილი მინისტრი დააკავეს

მედიაცენტრი

სომხეთში ქვეყნის ფინანსთა ყოფილი მინისტრი და სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, გაგიკ ხაჩატრიანი ქრთამის აღებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. ანტიკორუფციულმა სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები 1-ელ სექტემბერს ჩატარდა. სამართალდამცველებმა ჩხრეკა განახორციელეს როგორც ხაჩატრიანისა და მისი შვილის საცხოვრებელ სახლებში, ისე მათთან აფილირებული 21 კომპანიის ოფისებსა და ფილიალებში. გაგიკ ხაჩატრიანი სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტს 2008-დან 2014 წლამდე ხელმძღვანელობდა, ხოლო 2014-2016 წლებში ქვეყნის ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებდა. The post სომხეთში ფინანსთა ყოფილი მინისტრი დააკავეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი