,,არ გვაქვს საფუძველი, ვთქვათ, რომ სამუშაოები გახანგრძლივდება” – კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე
თბილისის მერმა, კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ მიხეილ კიკნაძესთან ერთად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო და არქეოლოგიური სამუშაოები დაათვალიერა. ეროვნულ სასახლესა და ეროვნულ მუზეუმს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთში სპეციალისტებმა X-XI საუკუნეებით დათარიღებული კერამიკის სახელოსნო აღმოაჩინეს. ფაქტის გამოვლენისთანავე თბილისის მერიამ აღნიშნულ მონაკვეთზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დროებით შეაჩერა და პროცესში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით არქეოლოგები ჩაერთვნენ. „რუსთაველის გამზირის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, რა დროსაც ადგილზე არქეოლოგიური არტეფაქტები აღმოაჩინეს. რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ მონაკვეთზე მაშინვე შევაჩერეთ რეაბილიტაცია და არქეოლოგიურმა ჯგუფმა დაიწყო მუშაობა. საუბარია X-XI საუკუნეების აღმოჩენებზე, რაც… The post ,,არ გვაქვს საფუძველი, ვთქვათ, რომ სამუშაოები გახანგრძლივდება” – კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →