,,აშშ-ის ყველა ქმედება სატანის მიბაძვიდან მომდინარეობს” – ირანის პარლამენტის სპიკერი
ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა შეერთებული შტატები სამოქალაქო ობიექტებზე იერიშების მიტანაში დაადანაშაულა და ვაშინგტონის პოლიტიკა მკვეთრად გააკრიტიკა. „მინაბის სკოლა: ბავშვები დახოცეს; ლამერდის სპორტდარბაზი: ბავშვები დახოცეს; კოჰესტაკში ქორწილი: ბავშვები ოჯახებთან ერთად დაიღუპნენ. ძალაუფლება სატანის მსგავსად თუ მოქმედებს, სატანის მსგავსად ირჩევს სამიზნეებს და სატანის მსგავსად კლავს, ეს სატანაა“, – დაწერა ირანის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში. ღალიბაფმა აშშ-ის ქმედებები სატანიზმს შეადარა და დასძინა, რომ ვაშინგტონი „უმცროსი სატანის“ მფარველია, რომელიც ანალოგიური მეთოდებით მოქმედებს. The post ,,აშშ-ის ყველა ქმედება სატანის მიბაძვიდან მომდინარეობს” – ირანის პარლამენტის სპიკერი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →