სიახლე

არასრულწლოვნებისთვის “სქროლზე” დგომის რეგულირება იგეგმება

მედიაცენტრი

საქართველოს მთავრობა არასრულწლოვნებისთვის ე.წ. სქროლით გადაადგილებაზე კონკრეტული შეზღუდვების დაწესებას გეგმავს. შესაბამისი ცვლილებები „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონპროექტში შევა, რომელიც პარლამენტს 2026 წლის საშემოდგომო სესიაზე წარედგინება. განმარტებითი ბარათის თანახმად, ინიციატივა მიზნად ისახავს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და არასრულწლოვანთა მონაწილეობით მოსალოდნელი რისკების შემცირებას. კონკრეტულად რა ტიპის შეზღუდვები დაწესდება, დოკუმენტში ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. „ბოლო პერიოდში ელექტროთვითმგორავების აქტიურმა გამოყენებამ გამოავლინა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს არასრულწლოვანთა მიერ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების საკითხი, რაც მოქმედი სამართლებრივი რეგულირების შემდგომ დახვეწას განაპირობებს“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში. The post არასრულწლოვნებისთვის “სქროლზე” დგომის რეგულირება იგეგმება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი