დაურ ბუავას დღეს მუხათგვარდის სასაფლაოზე დაკრძალავენ
აფხაზ ბლოგერს, დაურ ბუავას, დღეს, 16:00 საათზე, მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალავენ. დაურ ბუავას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, ბელიაშვილის ქუჩა N29, სარიტუალო სახლში „ნომორა“. „მსურველთა ტრანსპორტირებისთვის გამოყოფილი იქნება ავტობუსები. ყველამ ერთად გავაცილოთ დაური უკანასკნელ გზაზე“, – ნათქვამია „ამრას“ განცხადებაში. ცნობისთვის, აფხაზი ბლოგერი, დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი 28 აგვისტოს იპოვეს. ის სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო. 29 აგვისტოს სამართალდამცველებმა კი უცხო ქვეყნის მოქალაქე, დაურ ბუავას მეგობარი ქალი – ვალერია კირლიუკი სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით დააკავეს, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს. The post დაურ ბუავას დღეს მუხათგვარდის სასაფლაოზე დაკრძალავენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →