სიახლე

საია ადვოკატ ია სირანაშვილზე პოლიციელების მხრიდან სავარაუდო ძალადობის ფაქტს ეხმიანება და გამოძიებას ითხოვს

GuriaNews

საია ეხმიანება ადვოკატ ია სირანაშვილის მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, პოლიციის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში და მასზე იძალადეს. “საია მოუწოდებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, დაუყოვნებლივ შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი ადვოკატის პროფესიული უფლებებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად. ამასთან, მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება […] The post საია ადვოკატ ია სირანაშვილზე პოლიციელების მხრიდან სავარაუდო ძალადობის ფაქტს ეხმიანება და გამოძიებას ითხოვს appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

საია ეხმიანება ადვოკატ ია სირანაშვილის მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, პოლიციის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში და მასზე იძალადეს.

“საია მოუწოდებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, დაუყოვნებლივ შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი ადვოკატის პროფესიული უფლებებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად.
ამასთან, მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება და უზრუნველყოს შესაძლო დანაშაულის ჩამდენ პირთა დროული გამოვლენა.

ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში ჩარევა და მის მიმართ ძალადობა სრულიად შეუთავსებელია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან და საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კონკრეტული ადვოკატის უფლებებს, არამედ საადვოკატო საქმიანობის დამოუკიდებლობასა და მართლმსაჯულების განხორციელებას”,_ აცხადებს საია.

ინფორმაციისთვის,  ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატმა, განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის სახლის ჩხრეკისას, რასაც შემდგომში ელიზბარაშვილის დაკავება მოჰყვა ადმინისტრაციული წესით, მას სამართალდამცველებმა ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. კერძოდ, ია სირანიშვილი ამბობს, რომ გარეთ გააგდეს, კარი გადაუკეტეს, ტელეფონი დააგდებინეს, წააქციეს და “წიხლებით შედგა ხუთი პოლიციელი”.

The post საია ადვოკატ ია სირანაშვილზე პოლიციელების მხრიდან სავარაუდო ძალადობის ფაქტს ეხმიანება და გამოძიებას ითხოვს appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი