სიახლე

200 აბი „პრეგაბალინი“ ბარგში — პოლიციამ თბილისის აეროპორტში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

GuriaNews

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. “სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის პირადი და ბარგის შემოწმებისას, 200 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც […] The post 200 აბი „პრეგაბალინი“ ბარგში — პოლიციამ თბილისის აეროპორტში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

“სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის პირადი და ბარგის შემოწმებისას, 200 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის  261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

The post 200 აბი „პრეგაბალინი“ ბარგში — პოლიციამ თბილისის აეროპორტში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი