სიახლე

,,რუსული ცა მთლიანად სახიფათო ხდება” – ზელენსკი

მედიაცენტრი

,,გვსურს ყველა გავაფრთხილოთ, ვინც რუსული აეროპორტებით სარგებლობს, რუსული ცა მთლიანად სახიფათო ხდება”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა სამოქალაქო თვითმფრინავევისთვის საფრთხე არ არის, უბრალოდ ცაში დრონები იქნება და ომი, რომელიც რუსეთმა გააჩაღა, მის ცას კეტავს. ,,უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი შესაბამისი ინსტიტუტები საერთაშორისო სტრუქტურებს სრულ ინფორმაციას აწვდიან საფრთხეებზე რუსულ საჰაერო სივრცეში. დრონებს შორის სამოქალაქო ავიაციის ადგილი არაა,” – განაცხადა ზელენსკიმ. The post ,,რუსული ცა მთლიანად სახიფათო ხდება” – ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი