დღეიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ახალი წესი ამოქმედდა
დღეიდან, 2026 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა მთავრობის 31 აგვისტოს დადგენილება, რომლითაც ცვლილებები შევიდა „სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზების წესში“. ახალი რეგულაციით, თუ წვევამდელთან დაკავშირება SMS-ით, ელექტრონული ფოსტით ან ფოსტის მეშვეობით ვერ ხერხდება, სააგენტო გამოძახების შესახებ შეტყობინებას/უწყებას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნებს. დოკუმენტი ჩაბარებულად გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს მიიჩნევა, რის შემდეგაც პირი ვალდებულია 10 დღის ვადაში გამოცხადდეს შესაბამის უწყებაში. უწყების ჩაბარებისა და გამოძახების წესი: გამწვევ კომისიაზე გამოძახება მოხდება SMS-ით (უკუკავშირის აქტით), პირადად ჩაბარებით (ან უარის თქმის შემთხვევაში შესაბამისი აღნიშვნით) ან ვებგვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებით. უწყება ჩაბარებულად ითვლება… The post დღეიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ახალი წესი ამოქმედდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →