,,თუ აშშ მემორანდუმის პირობებს დაუბრუნდება, ირანიც იმავე ნაბიჯს გადადგამს” – ირანის პრეზიდენტი
ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ თეირანი მზად არის დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობებს, თუ შეერთებული შტატები ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას აღადგენს. ფეზეშქიანის თქმით, ვაშინგტონის მხრიდან შეთანხმების დარღვევას ირანის მხრიდან პროპორციული პასუხი მოჰყვა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანს, აშშ-ისგან განსხვავებით, საერთაშორისო ვალდებულებებისა და ხელშეკრულებების პატივისცემისა და შესრულების უნაკლო გამოცდილება აქვს. „თუ აშშ ურთიერთგაგების მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას დაუბრუნდება, მაშინ ირანის ისლამური რესპუბლიკაც დაუყოვნებლივ იმავე ნაბიჯს გადადგამს“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა. The post ,,თუ აშშ მემორანდუმის პირობებს დაუბრუნდება, ირანიც იმავე ნაბიჯს გადადგამს” – ირანის პრეზიდენტი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →