სიახლე

საჯარო სკოლების პირველკლასელთა სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესი დღეიდან დაიწყო და 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება

TV4

საჯარო სკოლების პირველკლასელთა სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესი დღეიდან დაიწყო და 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. პირველკლასელთა მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ, სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე – formebi.emis.ge შეეძლებათ. საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში სრულ მზადყოფნაშია სასკოლო ფორმების რეალიზაციის 84 პუნქტი. პუნქტებში მისვლა მსურველებს ყოველდღე 11:00-დან 19:00 საათამდე შეეძლებათ. 15 სექტემბრიდან ფორმების შეძენის […] The post საჯარო სკოლების პირველკლასელთა სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესი დღეიდან დაიწყო და 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება appeared first on TV 4.

პირველწყარო →

საჯარო სკოლების პირველკლასელთა სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესი დღეიდან დაიწყო და 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. პირველკლასელთა მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ, სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე – formebi.emis.ge შეეძლებათ.

 

საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში სრულ მზადყოფნაშია სასკოლო ფორმების რეალიზაციის 84 პუნქტი. პუნქტებში მისვლა მსურველებს ყოველდღე 11:00-დან 19:00 საათამდე შეეძლებათ. 15 სექტემბრიდან ფორმების შეძენის შესაძლებლობა მშობლებს მხოლოდ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ექნებათ. პლატფორმაზე მომხმარებელი ნახავს: სასკოლო ფორმების მოდელებს, ზომებსა და ღირებულებას; რეალიზაციის პუნქტების ზუსტ მისამართებსა და საკონტაქტო ინფორმაციას.

 

ფორმებს უსასყიდლოდ მიიღებენ საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის ის მოსწავლეები, რომლებიც: რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებია; არიან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილები და რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა 65 000 ქულაზე მეტია და 120 001 ქულაზე ნაკლებია; იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვაში, მათ შორის, ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში; 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.

The post საჯარო სკოლების პირველკლასელთა სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესი დღეიდან დაიწყო და 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება appeared first on TV 4.


მსგავსი