სიახლე
უკრაინა: რუსულმა ძალებმა უკრაინა-რუმინეთის საზღვარზე მდებარე საბორნე გამშვებ პუნქტ „ორლოვკაზე“ თავდასხმა განახორციელეს
Timer
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, რუსულმა ძალებმა დრონების გამოყენებით უკრაინა-რუმინეთის საზღვარზე მდებარე საბორნე გამშვებ პუნქტ „ორლოვკაზე“ თავდასხმა განახორციელეს. თავდასხმის შემდეგ „ორლოვკას“ გამშვებმა პუნქტმა დროებით მუშაობა შეაჩერა. „თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, რომლის ლოკალიზებაც მაშველებმა შეძლეს“, – აცხადებს უკრაინის სასაზღვრო სამსახური. ასევე, რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოდესის ოლქში რუსეთის იერიშების გამო ქვეყნის საჰაერო სივრცეში ნატო-ს ავიაგამანადგურებლები განლაგდნენ. […] Source
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.