ნასაკირალში ქალის მკვლელობის ბრალდებით მეზობელი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოზურგეთის სოფელ ნასაკირალში მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით მოკლულის მეზობელი დააკავა. ოჯახის ახლობლების თქმით, ბრალდებული მკვლელობის შემდეგ სამძიმარზეც იმყოფებოდა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებული მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ფარულად შეიჭრა, ქალს ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულს 60-მდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. „ჩემი დის მკვლელი, რომელიც იმ დღეს გაიძახოდა, მე რატომ არ გამაღვიძეს, გადავხტებოდი ფანჯარაშიო [სამძიმარზე], თურმე ეგ იყო გადამხტარი და ჩემს დაიკოს 60 ჭრილობა არ აკმარა და ყელი გამოჭრა“, – წერს მოკლულის და, მანანა გირკელიძე. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს,… The post ნასაკირალში ქალის მკვლელობის ბრალდებით მეზობელი დააკავეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →