გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის ახალი დეტალები
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე პროკურორ ქეთი სონიძის განცხადებით, ბრალდების მხარეს აქვს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც გიორგი მალანიას ბრალეულობას ადასტურებს. მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება ედავებიან. პროკურორის მტკიცებით, მალანია ერთადერთი პირი იყო, რომელიც ალექსანდრე გაბაშვილს ავალიანის გადაადგილებისა და ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. საქმეში ფიქსირდება ათეულობით სატელეფონო ზარი 28, 29, 30 სექტემბერსა და უშუალოდ დანაშაულის დღეს, 1 ოქტომბერს. „გიორგი მალანია არის ერთადერთი პირი, რომელიც ინფორმაციას აწვდიდა გიგა ავალიანის მოძრაობის და გადაადგილების შესახებ ამ ადამიანს“, – განაცხადა ქეთი სონიძემ. გამოძიების ინფორმაციით, კომუნიკაციის მიზეზი ნია იმნაძის გარშემო არსებული ვითარება გახდა. მალანიამ… The post გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის ახალი დეტალები appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →