სიახლე

60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის 500 ლარზე მეტის კრიპტო და აზარტული ტრანზაქციები შეიზღუდება

მედიაცენტრი

1-ელი სექტემბრიდან ძალაში შედის საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი რეგულაცია, რომელიც 60 წელს გადაცილებული მომხმარებლების თაღლითური სქემებისგან დაცვას ისახავს მიზნად. ცვლილება შევიდა მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციისა და ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას უფლებების დაცვის წესში. ეროვნული ბანკის განმარტებით, განახლებული წესები საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს აკისრებს ვალდებულებას, მაღალი რისკის შემცველ ელექტრონულ ოპერაციებზე დაცვის სპეციალური ზომები დანერგონ. „საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა დროებით უნდა შეაჩეროს ან, სადაც ეს შეუძლებელია, უარი თქვას მომხმარებლის მიერ ინიციირებული რისკიანი ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულებაზე“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. ახალი წესის მიხედვით, რისკიანად ჩაითვლება ოპერაცია, თუ მისი თანხა… The post 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის 500 ლარზე მეტის კრიპტო და აზარტული ტრანზაქციები შეიზღუდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი