სიახლე

დაურ ბუავას საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

მედიაცენტრი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის გადაწყვეტილებით, აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს, ვალერია კირლიუკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო პროცესი ბრალდებულის დასწრების გარეშე ჩატარდა, ვინაიდან იგი კლინიკა „ვივამედში” იმყოფება. დაკავებული დუმილის უფლებით სარგებლობს. პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. პროკურორ დავით ყაზარაშვილის განცხადებით, არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. ბრალდების მხარის თქმით, კირლიუკმა ბინის დატოვების შემდეგ არავის აცნობა უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის შესახებ და მოგვიანებით, ბლოგერის მეგობრებსაც დაუმალა მისი რეალური მდგომარეობა. ადვოკატი ხათუნა ჩხაიძე შუამდგომლობას არ დაეთანხმა და აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას… The post დაურ ბუავას საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი