სიახლე

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ომი ერთადერთი ვარიანტი არ იყოს“ – ზელენსკი

მედიაცენტრი

უკრაინის დელეგაცია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის ემზადება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „გუნდთან ერთად, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდისთვის ვემზადებით. დამატებითი დეტალები ხვალ გახდება ცნობილი. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ომი მოვლენების მომავალი განვითარებისთვის ერთადერთი ვარიანტი არ იყოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ვაშინგტონი იზიარებს კიევის პოზიციას არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით – როგორც ფრონტის ხაზზე შექმნილ მდგომარეობაზე, ისე განხორციელებულ დარტყმებზე. „აქტიურები უნდა ვიყოთ და სწორედ ასე, აქტიურადაც ვმუშაობთ, დასვენების დღეების გარეშე“, – დასძინა ზელენსკიმ. The post „ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ომი ერთადერთი ვარიანტი არ იყოს“ – ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი