სიახლე

საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსი „კამაზს“ შეეჯახა — არის მსხვერპლი

GuriaNews

სტავროპოლის მხარეში საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსისა და „კამაზის“ შეჯახების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ rbc იუწყება. ავარიის შედეგად კიდევ 24 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ხუთი ბავშვია. საგზაო ინსპექციის მონაცემებით, ოთხი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ერთი ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. წინასწარი მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით 01:00 საათზე, ავტომაგისტრალ „კავკასიის“ მე-3 კილომეტრზე, ქალაქ ჟელეზნოვოდსკის დაბა […] The post საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსი „კამაზს“ შეეჯახა — არის მსხვერპლი appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

სტავროპოლის მხარეში საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსისა და „კამაზის“ შეჯახების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ rbc  იუწყება.

ავარიის შედეგად კიდევ 24 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ხუთი ბავშვია. საგზაო ინსპექციის მონაცემებით, ოთხი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ერთი ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

წინასწარი მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით 01:00 საათზე,  ავტომაგისტრალ „კავკასიის“ მე-3 კილომეტრზე, ქალაქ ჟელეზნოვოდსკის დაბა ინოზემცევოს რაიონში მოხდა.  Setra-ს მარკის ავტობუსის მძღოლმა, რომელიც საქართველო-მოსკოვის მარშრუტზე გადაადგილდებოდა, „შეარჩია არა უსაფრთხო სიჩქარე, ვერ დაიცვა დისტანცია წინ მიმავალ „კამაზთან“, რის შედეგადაც მოხდა შეჯახება, რის შემდეგაც ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოყირავდა (სანგარში ჩავარდა)“.

The post საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსი „კამაზს“ შეეჯახა — არის მსხვერპლი appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი