სიახლე

ოზურგეთს 11.6 მილიონი, ჩოხატაურს 4.9 მილიონი — მთავრობამ რეგიონული პროექტების დაფინანსება გაზარდა

GuriaNews

საქართველოს მთავრობამ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისთვის გამოსაყოფი თანხის მოცულობა 400 მილიონ ლარამდე გაზარდა. 17 აგვისტოს №1868 განკარგულებით, ცვლილება შევიდა მიმდინარე წლის №102 განკარგულებაში. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს დაევალა, მუნიციპალიტეტებს ფონდიდან დამატებით 58 325 781 ლარი გამოუყოს. დოკუმენტის თანახმად, გაიზარდა 11 მუნიციპალიტეტისთვის განკუთვნილი დაფინანსება, რომელიც განკარგულების დანართებით გაწერილ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს მოხმარდება. გამოყოფილი […] The post ოზურგეთს 11.6 მილიონი, ჩოხატაურს 4.9 მილიონი — მთავრობამ რეგიონული პროექტების დაფინანსება გაზარდა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

საქართველოს მთავრობამ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისთვის გამოსაყოფი თანხის მოცულობა 400 მილიონ ლარამდე გაზარდა.

17 აგვისტოს №1868 განკარგულებით, ცვლილება შევიდა მიმდინარე წლის №102 განკარგულებაში. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს დაევალა, მუნიციპალიტეტებს ფონდიდან დამატებით 58 325 781 ლარი გამოუყოს.

დოკუმენტის თანახმად, გაიზარდა 11 მუნიციპალიტეტისთვის განკუთვნილი დაფინანსება, რომელიც განკარგულების დანართებით გაწერილ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს მოხმარდება.

გამოყოფილი თანხების მიხედვით სიის სათავეში გურიის რეგიონის ცენტრი — ოზურგეთის მუნიციპალიტეტია, რომელიც 11.6 მილიონ ლარზე მეტს მიიღებს:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი — 11 618 205 ლარი

დუშეთის მუნიციპალიტეტი — 10 660 278 ლარი

ბორჯომის მუნიციპალიტეტი — 10 026 641 ლარი

საჩხერის მუნიციპალიტეტი — 9 348 563 ლარი

სენაკის მუნიციპალიტეტი — 7 786 378 ლარი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი — 7 467 072 ლარი

ბოლნისის მუნიციპალიტეტი — 7 412 309 ლარი

სამტრედიის მუნიციპალიტეტი — 6 436 951 ლარი

ონის მუნიციპალიტეტი — 6 396 750 ლარი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი — 6 294 237 ლარი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი — 5 811 611 ლარი

ტყიბულის მუნიციპალიტეტი — 5 056 120 ლარი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი — 4 962 820 ლარი

ცაგერის მუნიციპალიტეტი — 4 736 058 ლარი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი — 4 729 367 ლარი

ადიგენის მუნიციპალიტეტი — 4 630 284 ლარი

თიანეთის მუნიციპალიტეტი — 4 581 325 ლარი

ხონის მუნიციპალიტეტი — 3 960 361 ლარი

ლენტეხის მუნიციპალიტეტი — 3 887 515 ლარი

როგორც ცნობილია, გამოყოფილი ფინანსური რესურსი მოხმარდება ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, მათ შორის:

ქალაქებისა და სოფლების შიდა გზების რეაბილიტაციას;

შენობების ფასადების განახლებასა და იერსახის მოწესრიგებას;

სპორტული მოედნების მოწყობასა და აღჭურვას;

სანიაღვრე არხებისა და წყალამრიდი სისტემების რეაბილიტაციას.

კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი პროექტების დეტალური ჩამონათვალი გაწერილია მთავრობის №102 და №1868 განკარგულებებში.

The post ოზურგეთს 11.6 მილიონი, ჩოხატაურს 4.9 მილიონი — მთავრობამ რეგიონული პროექტების დაფინანსება გაზარდა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი