სიახლე

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 28-31 აგვისტოს პერიოდისთვის

პარალელი

სააგენტო "პარალელი" ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 28-31 აგვისტოს პერიოდისთვის 27 აგვისტოს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებით, რომელიც ძალაშია 28 აგვისტოდან 4 დღის განმავლობაში. ცალკეულ ვალუტასთან მიმართებით, აგვისტოს პირველ კვირაში ლარი ძირითადად გამყარდა, რიგ შემთხვევაში დინამიურადაც, თუმცა ასევე სახეზე იყო რყევებიც და რიგ შემთხვევაში გაუფასურებაც. აშშ დოლართან მიმართებაში, აპრილიდან დაწყებული აგვისტოს ბოლო კვირამდე სახეზე იყო ძირითადად ლარის […] ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 28-31 აგვისტოს პერიოდისთვის პარალელი

პირველწყარო →

სააგენტო "პარალელი"
ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 28-31 აგვისტოს პერიოდისთვის

27 აგვისტოს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებით, რომელიც ძალაშია 28 აგვისტოდან 4 დღის განმავლობაში.

ცალკეულ ვალუტასთან მიმართებით, აგვისტოს პირველ კვირაში ლარი ძირითადად გამყარდა, რიგ შემთხვევაში დინამიურადაც, თუმცა ასევე სახეზე იყო რყევებიც და რიგ შემთხვევაში გაუფასურებაც.

აშშ დოლართან მიმართებაში, აპრილიდან დაწყებული აგვისტოს ბოლო კვირამდე სახეზე იყო ძირითადად ლარის დინამიური გამყარება, თუმცა თვის ბოლოსკენ საყურადღებო რყევები დაფიქსირდა. ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად კი, განისაზღვრა შემდეგი კურსი, კონკრეტული დღეებისთვის:

25 აგვისტო – 2.6121;
26 აგვისტო – 2.6153;
27 აგვისტო – 2.6195.
2-დღიანი გაუფასურების შემდეგ ლარი ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0070 ლარით და 1 აშშ დოლარი 28 აგვისტოდან 4 დღის განმავლობაში 2.6125 ლარი ეღირება.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ევროსთან მიმართებით ლარი აგვისტოს დასაწყისში მცირე რყევებით მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, თვის შუა რიცხვებიდან კი ძირითადად სახეზეა დინამიური გაუფასურება, თვის ბოლოსკენ კი მცირე რყევებით მეტ-ნაკლებად ისევ დასტაბილურდა და ბოლო 4 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

25 აგვისტო – 3.0465;
26 აგვისტო – 3.0500
;
27 აგვისტო – 3.0551
.
ლარი ბოლო ვაჭრობაზე საგრძნობლად გამყარდა, 0.0139 ლარით და 28 აგვისტოდან 4 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.0412 ლარი ეღირება.

იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
გასულ კვირაში, სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებით ლარის რყევები გამოიკვეთა – იყო გამყარებაც და გაუფასურებაც. ბოლო ვაჭრობაზე კი ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა (წინა დღის ვაჭრობასთან შედარების ჩვენებით) სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, რაც ძალაში იქნება 28 აგვისტოდან 4 დღის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი ძირითადად ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარდა, რიგ შემთხვევაში საგრძნობლადაც კი:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5470 ლარი (გამყარდა 0.0210 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0543 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.5864 (გამყარდა 0.0012 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5370 ლარი (გამყარდა 0.0039 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.1652 ლარი (გამყარდა 0.00188 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.2417 ლარი (გამყარდა 0.0160 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8868 ლარი (გამყარდა 0.0106 ლარით);
100 ინდური რუპია – 2.7343 ლარი (გამყარდა 0.0111 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 8.7709 ლარი (გამყარდა 0.0528 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.6382 ლარი (გამყარდა 0.0086 ლარით);
10000 ირანული რიალი – 0.0190 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით).

აგვისტოს პირველ ნახევარში ლარი, რუსულ რუბლთან მიმართებით, ძირითადად გამყარდა აგვისტოს შუა რიცხვებიდან იყო რამდენიმე დღიანი გაუფასურება., რასაც ისევ გამყარება მოჰყვა. ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად კი, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა:

25 აგვისტო – 3.1360;
26 აგვისტო – 3.0978;
27 აგვისტო – 3.1118
.
ლარი ბოლო ვაჭრობაზე ისევ გამყარდა, 0.0622 ლარით და 28 აგვისტოდან 4 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.0496 ლარი.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 28-31 აგვისტოს პერიოდისთვის
პარალელი


მსგავსი