სიახლე
ბერლინთან ახლოს, სკოლაში ორი ადამიანი მოკლეს
მედიაცენტრი
გერმანიაში, ბერლინთან ახლოს, ქალაქ გოზენ-ნოი ზიტაუში სკოლაში ორი ადამიანი მოკლეს. გერმანული მედიის ცნობით, ერთ-ერთი მსხვერპლი 18 წლის გოგონაა, რომელიც ამავე სკოლაში სწავლობდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა კიდევ ერთი ადამიანი, 30 წლის მამაკაცი მოკლა, რომელიც მის შეჩერებას ცდილობდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია კიდევ ორი დაშავებულის შესახებ. პირველადი ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე მოკლული გოგონას ყოფილი შეყვარებულია. პოლიციამ ის შემთხვევის ადგილზე დააკავა. The post ბერლინთან ახლოს, სკოლაში ორი ადამიანი მოკლეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.